ანიტას მამა: ანიტა ყველამ გაწირა! სიტუაცია არის უკრიტიკულესი!

ამის შესახებ ანიტას მამა, გიორგი ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს.

“მოკლედ აღვწერ სიტუაციას, რაც ავსტრიაში ხდება: არცერთი ქვეყანა, არცერთი კლინიკა, არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა, რომ მისი ღვიძლი, თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის, რომ ჟანგბადიც არ ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა, რომ გონზე არის ბავშვი.

არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ?
სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!!
“ყველაფერი კარგად იქნებას” აღარ ემორჩილება სიტუაცია!!!!”, – წერს ანიტას მამა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად