“ანიტას გულის მუშაობა გაუმჯობესებულია! თქვენ მოახდინეთ სასწაული!”

ტრადიციისამებრ, ანიტას შესახებ დღესაც გვატყობინებენ ამბებს ანიტას მხარდასაჭერად შექმნილი ჯგუფის “ადმინები”, იგივე ანიტას ოჯახის ახლობლები.

მე-20 შუაღამემშვიდობისა ანიტელებო!

🤗 სიკეთის ჯგუფში კიდევ ერთი სიყვარულითა და ერთიანობით სავსე დღე გავიდა და ვითარება შემდეგნაირია:

💲როგორც იცით, თქვენი საოცარი თანადგომის წყალობით, თანხა რომელიც ანიტას პირველი ეტაპისთვისაა საჭირო უკვე შეგროვდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას! თქვენ მოახდინეთ სასწაული!

🔬 ანიტას ჩაუტარდა საკონტროლო კვლევები, რომლის თანახმადაც მისი გულის მუშაობა გაუმჯობესებულია. ამასთანავე განდევნის ფრაქცია რჩება 14%-ზე.

👉🏻 ამ წუთებში მას უტარდება პრეპარატ სიმდაქსის მორიგი გადასხმა.

🐒 ანიტა ინარჩუნებს თამაშის, სიცელქის, მშობლების ჭკუიდან გადაყვანისა და ხაჭაპურზე გაგიჟების ხასიათს.

🇮🇹 დღეს იტალიაში გავაგზავნეთ დამატებითი საბუთი – ანიტას სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დასამოწმებლად. როგორც აგვიხსნეს, მათი ჯანდაცვის სამინსტროს მიერ უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიგის გადამოწმება, რის შემდეგაც გადაწყდება ჩვენი ამბავი.

 ამ ეტაპზე ვრჩებით ლოდინის რეჟიმში.

❗️ანიტას საოცარი ამბავი გრძელდება!

🇬🇪✊🏻 მთელი ერი ველოდებით კლინიკის გამოჩენას, რომელიც ანიტას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს!

არ ვნებდებით! ვიბრძვით! მოვიგებთ!
#ანიტას❤️სთვის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად