ანიტას გადაყვანის საკითხს იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს

2 წლის ანიტას მათ ქვეყანაში გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს. ანიტას ჯგუფის წევრებს ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერთი ადმინი გვატყობინებს.

23-ე შუაღამეა ანიტელების ჯგუფში!

👉🏻 ყველა ელოდებით ახალ ამბებს, მათ შორის ჩვენც.

🇮🇹 იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს ანიტას მათ ქვეყანაში გადაყვანა-არ გადაყვანის საკითხს…
ყოველი ზარი, მესიჯი გულს გვიჩქარებს, თუმცა პასუხი ჯერ არ მოსულა.

😴 ანიტას დღეს უმეტესად ეძინა, რის გამოც მისი მშობლები ძალიან ღელავენ, ამას დაერთო მადის ცოტა დაქვეითებაც.

🥳 მიუხედავად ამისა გვაქვს პოზიტიური ამბავი, დღევანდელი ულტრასონოგრაფიის თანახმად, ანიტას გულის განდევნის ფრაქცია 15-20 %-ია. რაც ცოტათი მეტია ვიდრე წინა კვლევამ აჩვენა.

👉🏻 ჩვენ მოვიგებთ! რადგან ჩვენს უკან მთელი ერია და ვისაც რითი შეგვიძლია ვიბრძვით #ანიტას❤️სთვის!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად