ანიტას დედა: გვერდით გვედგა ჩვენი სახელმწიფო – საიმედო დასაყრდენი იყო

ამის შესახებ 2 წლის ანიტა ფაცაციას დედამ, მარიკო სადრაძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ განაცხადა.

„ჩვენ გვერდით გვედგა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა. მადლობა მინდა გადავუხადო ამის გამო. მე ვგრძნობდი რომ ჩემს ზურგს უკან ჩემი ქვეყანა და საიმედო დასაყრდენი იყო ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერის აპარატმა ძალიან მაგრად იმუშავა ჩვენთვის. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას, კერძოდ, ბატონ კახი კალაძეს რომელიც ჯერ კიდევ კალკულაცია არ გვეჭირა ხელში, როდესაც თავისი ბიუჯეტიდან გაიღო თანხა. ეს იყო ყველაზე დიდი ჩარიცხვა რაც ანგარიშებზე მოხდა. არა მხოლოდ თანხა, არამედ მისი მხრიდან იყო ყოველდღიური მოკითხვა, მართლა დაინტერესებული იყო ბავშვის მდგომარეობა. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, ადამიანებს რომლებიც ლოცულობდნენ ჩვენი გულისთვის, ყველა ბერ მონაზონს ყველა მოძღვარს რომლებიც გვამხნევებდნენ და სულიერად მხარში გვედგნენ. ასევე, ანიტას გარშემო შემოიკრიბა სასწაულებრივად ზღვარგადასულად კეთილი ადამიანების არმია.

ჩვენ ხშირად გვჩვევია ჩვენს ნაკლოვანებებზე ხაზის გასმა. ჩვენ ხშირად ვამბობთ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს რაღაც ცუდი, პირობითად ამბობენ, მაგრამ მე მგონია მხოლოდ საქართველოში შეგიძლია ასე დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ანუ შეგვიძლია ჩემს თავს ჩემს ოჯახს ჩემს შვილს რაღაც მოვაკლო და დავეხმარო სრულიად უცხო ადამიანს და ამის მაგალითი ჩვენს გარშემო ნამდვილად მოხდა ეს იყო რაღაც უპრეცედენტო სიკეთის მაგალითი.

ის რაც გააკეთეს ქართველმა ემიგრანტებმა ჩვენთვის. ავსტრიაში ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ და ვერ გაიგეს რა ხდებოდა, იმიტომ რომ უწყვეტი რაოდენობის საჩუქრები შემოდიოდა სათამაშოები, ხაჭაპურები და გვეკითხებოდნენ ამდენი მეგობარი გყავთ ავსტრიაში? ვეუბნებოდით რომ არათუ მეგობარი, ნაცნობიც კი არ ყავს. ამას აკეთებდნენ უცნობი ადამიანები, ვერც ვიგებდი ვინ იყვნენ

აუცილებლად უნდა ვთქვა არჩილ ზურიაშვილზე, საქართველოს ელჩი ინდოეთში, ამ ადამიანმა რაც გააკეთა ჩვენთვის, ალბათ ეთერი არ მეყოფა რომ ვისაუბრო.
იმედი მაქვს სახელმწიფოს მხრიდან ამ ადამიანს დაუფასდება და როგორც მინიმუმ საჯარო მადლობა ეკუთვნის. იმდენად ღირსეული ადამიანია, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო და ვიტყვი მის შესახებ რა მხარდაჭერა აღმოგვიჩინა მან.
მინდა თითოეულ ჩვენგანს ვინც გვერდით ვედექით და ახლაც ჩვენს გვერდით ხართ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ მაძლევს ძალას რომ ახლა ფეხზე ვდგავართ და საერთოდ ვსაუბრობ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად