ანიტას დედა: ღმერთმა ნდობა გამომიცხადა, მითხრა: შენ ამ მისიას წარმატებით გაართმევ თავსო (ვიდეო)

ამის შესახებ 2 წლის ანიტა ფაცაციას დედამ, მარიკო სადრაძემ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ განაცხადა.

„ბოლო დღეს როდესაც შევედი ექიმთან და მითხრა რომ ძალიან მცირეა გადარჩენის შანსები, არც მაშინ დამიშვია. როცა მითხრეს 1% და მე ვუთხარი ამ ერთ პროცენტზე გადავაქცევთ 100 პროცენტად.
პირველად იმ დღეს ვიხმარე ანიტას მისამართით სიტყვა გადარჩენა. იმიტომ რომ მე ამ სიტყვას ანიტას მისამართით არ ვხმარობდი.
მე ვამბობდი, ჩვენ რა გვჭირს გადასარჩენი, ჩვენ გადარჩენილები ვართ. მაგრამ, როდესაც ასეთი რამ გვითხრა ექიმმა, მაშინ ვუთხარი ღმერთს – გთხოვ, არ წამართვა. იცი რომ მე ამას ვერ გადავიტან და როდესაც ასეთი ფინალი გქონდა, მე მქონდა პროტესტი როგორც ბევრ მოქალაქეს, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ, შემდეგ მივხვდი, პირიქით ღმერთმა ნდობა გამომიცხადა და მითხრა შენ გადაიტან. ანუ, იცოდა რომ მე გადავიტანდი და ღირსეულად გადავიტანდი ამას. მან მე ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა.
შეიძლება ვიღაცამ თქვას, ამ ადამიანმა მწუხარებისგან რაღაც აურია, ერთადერთი ემოცია რასაც განვიცდი არის ის რომ ვარ ბედნიერი, რომ ღმერთმა ამომირჩია ანიტას დედა.
მე ვარ ამაყი, რომ მე ვარ ანიტას დედა. ანუ, მან მითხრა – მე შენ გენდობი, შენ ამ მისიას წარმატებით გაართმევ თავს. მე დღეს მადლობელი ვარ რომ ასეც ნდობა გამომიცხადა ღმერთმა“ – განაცხადა ანიტას დედამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად