ანიტას ბებიებმა ჩააკითხეს, რომელთაც აეროპორტში საქართველოს კონსული დახვდათ

“გუშინდელი რთული დღის შემდეგ ანიტელების ჯგუფში მღელვარებაა. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ გიპასუხოთ ყველა შეკითხვაზე და საქმის კურსში გამყოფოთ.” – როგორც ანიტას ოჯახის წევრები გვატყობინებენ, დღეს ბავშვი შედარებით უკეთაა.

ღამე 31-ე…

🤗წარმოუდგენელია თქვენი სიყვარული, ყურადღება და ჩართულიბა ამ ამბავში!

👇🏻 მდგომარეობა ასეთია:

🔸 ანიტას გაუზარდეს შარდმდენი პრეპარატების დოზა, რის შედეგადაც თირკმელი ცოტა განიტვირთა და ბავშვის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.
დღეს მისი სიცილიც კი მოვისმინეთ ხმოვან შეტყობინებებში.

👵🏻 ანიტას ჩააკითხეს ბებიებმა, რომლებსაც აეროპორტში საქართველოს კონსული და ავსტრიაში ქართული სათვისტომოს დამაარსებელი დახვდათ. მათ ახლა პირადი მანქანით მიაბრძანებენ ქ. გრადსის საავადმყოფოში.👏🏻

🇮🇳 რაც შეეხება ინდოეთთან მოლაპარაკებებს, მოუთმენლად ველოდებით სამუშაო კვირის დაწყებას, რომ ვიზების გამზადება და პასპორტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

👨🏻‍⚕️ ასევე გრძელდება ავსტრიელი და ინდოელი ექიმების მსჯელიბა ანიტას ტრანსპორტირების შესახებ, როგორც გაირკვა სპეციალიზებული თვითმფრინავით ინდოეთამდე ფრენას 19 საათი დასჭირდება, რაც ავსტირიელი ექიმების თქმით, უდიდეს რისკს წარმოადგენს ანიტას სიცოცხლისთვის. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება.

👉🏻 აქვე დავამატებ,- რადგანაც ბოლო ორი დღის განმავლობაში სიკეთის ჯგუფს შემოუერთდა 4000-მდე წევრი,
გთხოვთ ყველა გაეცნოთ ჯგუფის წესებს, ასევე კარგი იქნება თუ გაეცნობით აპინულ პოსტში მოწოდებულ ინფორმაციას 🙏🏻

✊🏻 უფრო და უფრო მეტნი ვართ და ყველა ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ
#ანიტას❤️სთვის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად