ანიტას ბებია: სრული თანადგომა მივიღეთ სახელმწიფოსგან, კოლოსალური სამუშაო გასწიეს

2 წლის ანიტა ფაცაციას ბებია, თამილა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საკმაოდ ნაყოფიერი და იმედისმომცემი შეხვედრა ჰქონდა, სადაც ოჯახმა სახელმწიფოსგან სრული თანადგომა და მხარდაჭერა მიიღო.

“ახლა ერთგან წავიკითხე ასეთი ფრაზა: “მთავრობა რას მიკეთებს, დაეხმაროს ბავშვს”. სრულიად გასაგებია ადამიანების თუნდაც მსგავსი ემოციური დამოკიდებულება ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მიმართ და მათი ალალი, ადამიანური რეაქციები. დიდი მადლობა ყველას ასეთი მზრუნველობისთვის. მაგრამ არ ვიქნები მართალი, რომ არ ვთქვა:
გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე – მივიღე სრული თანადგომა, თამამად შემიძლია ვთქვა ეს სიტყვა, სახელმწიფოსგან. მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი და იმედისმომცემი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში (მათი შემოთავაზებით).

სიმართლე გითხრათ, გაოგნებული დავრჩი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემთან შეხვედრამდე მათ კოლოსალური სამუშაო ჰქონდათ გაწეული – სრულად საქმის კურსში იყვნენ როგორც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და დაავადების კლინიკასთან, ასევე ყველა ჩვენს წინაშე არსებულ და გადასაწყვეტ პრობლემებთან დაკავშირებით. მათ შორის კლინიკის მოძიების სირთულეებთან დაკავშირებით, რაც დღეს ყველაზე დიდ პრობლემად გვექცა.

ასევე, ყველა მიმართულებით უკვე მოფიქრებული ჰქონდათ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო გზები, რაც, რა თქმა უნდა, უნდა შეეთანხმებინათ ოჯახთან, რის გამოც მოხდა სწორედ ჩვენი შეხვედრა. თავი რომ არ შეგაწყინოთ მოკლედ გეტყვით, რომ თქვენთან ერთად ჩემო კარგებო და ასეთო გვერდში მდგომებო, ბრიალა ანიტას თავისი მთავრობაც დაუდგა გვერდით. ალბათ, თქვენც ჩემსავით გაგიხარდებათ და ამ პოსტს გუშინდელი შეხვედრიდან ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და იმედისმომცემი სიტყვებით დავამთავრებ: დღეიდან ანიტას სრულ გამოჯანმრთელებამდე სრული ჩართულობით ანიტას და ანიტას ოჯახის გვერდით ვიქნებითო.

ანიტა, ხედავ, გოგო, რა ხდება შენს გამო? ხოდა, ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა აბრიალო ეგ ლამაზი თვალები, ასე რომ მომანატრე”,-წერს თამილა გლურჯიძე სოციალურ ქსელში.

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად