ანიტას ბებია: დამეხმარეთ, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე!

2 წლის ანიტას ბებია საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაირად, დამეხმარეთ ყველა, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება.

ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას – მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე, დამეხმარეთ გადავარჩინო ანიტა. იქნებ მომცეთ საშუალება პირდაპირი ეთერიდან მიმართვის, ან რაიმე სხვა სწრაფი გზა შემომთავაზოთ.
გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ გადააზიარეთ, იქნებ გავანგრიოთ ბიუროკრატიის კედელი. ნუთუ ის თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია?!

P.S. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირად გვერდით მიდგას, მაგრამ ეს გზა დროში იწელება, იმ დროში რომელიც არ გვაქვს.” – წერს ანიტას ბებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად