ანიტა რაჭველიშვილის პასუხი პუტინს: წელს ყველანი საქართველოში ვატარებთ არდადეგებს!

ვლადიმერ პუტინის მიერ ტურისტული ემბარგოს შემდეგ ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.

ის ინგლისურ და იტალიურ ენებზე მოუწოდებს ტურისტებს, ეწვიონ საქართველოს.

“წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას!
შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები!
ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!
დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში! , – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

შეგახსენებთ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ 8 ივვლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

ამასთანავე აკრძალა კომერციული გადაზიდვები და მთავრობას დაავალა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოდ და დროულად დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად