ანიტა რაჭველიშვილი New York Times-მა კლასიკური მუსიკის წლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარა.
ჯილდოს მოპოვებას ანიტა რაჭველიშვილს მიულოცა ამერიკის საელჩომ საქართველოში.
“ვულოცავთ ანიტა რაჭველიშვილს „ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ კლასიკური მუსიკის 2018 წლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელებას!” – აღნიშნულია საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.