ანი წითლიძე: გიგი უგულავას, სამეგრელოში, მესამე ადგილიც კი გაუჭირდება ლელოს პირობებში

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ანა წითლიძე ფოთში გიგი უგულავას კანდიდატურის დაყენებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ მას მესამე ადგილის აღებაც კი გაუჭირდება.

“განსაკუთრებული “ჩაჭიდება თუ მოჭიდება” ჰქონია უგულავას ფოთის ოლქში. და იქნებ კითხოს ვინმემ რანაირადაა მანდ “ჩაჭიდებული?”

და კიდევ სამეგრელოში გინდოდეს ჩვენს ხარჯზე და “ადგილობრივი გენერლები” მნიშვნელოვანი არ არიანო ამბობდე 🤦🏻‍♀️

დადგეს ზუგდიდშიც და სამეგრელოს ყველა ოლქში, უგულავაც, ბოკერიაც, ბაქრაძეც, თუ ვინმე ჰყავთ ყველა. საერთოდ რა პრობლემაა. თუ გავიდნენ მეორე ტურში ჩვენ დავუჭერთ მხარს, რატომ ღელავენ ასე?

მესამე ადგილიც გაუჭირდებათ ლელოს პირობებში ამის პირობას ვაძლევ სამეგრელოში, ისე რომ ჩვენ არაფერი დაგვაკლდება💛

ან რატომ ჰგონია რომ თუ “ცენტრში” მოილაპარაკეს ადგილებზე ვინც ომში ვართ რვა წელია – რეაქცია არ გვექნება და თავს დავუხრით ნებისმიერ გადაწყვეტილებას მითუმეტეს წამგებიანს?” – წერს ანი წითლიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად