ანი ნადარეიშვილი: სასამართლო ცირკია, სადაც ჯამბაზები ადამიანებს ართობენ

"საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ეს არის ერთი დიდი ცირკი. ალბათ, ცირკის შენობაში არ ტარდება და სასამართლოს შენობაში ტარდება პროცესები",- ამის შესახებ "აიპრესს" ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა დღეს სააპელაციო სასამართლოში ახალაიას პროცესის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ აქვს მაშინ, როდესაც გარკვეულ საქმეებზე გადაწყვეტილებაამ უკანასკნელის მაგივრად პროკურატურას გამოაქვს. 

"საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ეს არის ერთი დიდი ცირკი. ალბათ, ცირკის შენობაში არ ტარდება და სასამართლოს შენობაში ტარდება პროცესები, ეგ არის ერთადერთი, თორემ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ცირკის შთაბეჭდილებას ტოვებს. არიან ჯამბაზები, რომლებიც ადამიანებს ართობენ, არიან მხეცები, რომლებსაც სამი წლის ბავშვე ძალადობა აქვთ განხორციელებული, მოხუცები ყავთ ნაწამები, ყაჩაღობები აქვთ ჩადენილი, ისინი გამოდიან და კიდევ ვიღაცას რაღაცაში სდებენ ბრალს.

მე უკვე მეოთხე წელია დავდივარ იქ და მივეჩვიე იმას, რომ საქართველოში სამართალი არ არსებობს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ. სასამართლო არ არსებობს. სისტემა აბსოლუტურად დანგრეულია.

ერთი მარტივი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო არ არსებობს და ყველაფერს პროკურატურა წყვეტს არის ის უკანასკნელი განცხადება, რომელიც პროკურატურამ ჯაშუშების საქმეზე გააკეთა. რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ჯაშუშებს, მათ შორის თეთრაძეს გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენი. ეს არის ძალიან სასაცილო, რომ განაჩენი გამოაქვს პროკურატურას",- განაცხადა ნადარეიშვილმა.

როგორც მან "აიპრესთან" განმარტა, უკვე მეოთხე წელია რაც თავისი მეუღლის პროცესებზე დადის, რადგან მისი ნახვის სხვა საშუალება არ აქვს.

არანაირი მოლოდინი სასამართლოსგან მე არ მაქვს. მით უმეტეს, რომ ცამეტჯერ გამართლებული ადამიანი მაინც ციხეში ზის. ადამიანი ორი წლის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ცრა თვეა გათვალისწინებული. ასე რომ, არანაირი მოლოდინი მე სასამართლოსგან არ მაქვს. უბრალოდ მეუღლის სანახავად ვიყავი იმიტომ, რომ მისი ნახვის სხვა საშუალება მე არ მეძლევა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ პუტინის ოლიგარქის ბოროტული გაგრძელება იმპერიალისტური ქმედებებისა ძალიან მალე დასრულდება და ეს ადამიანები დატოვებენ საპატიმროებს. იმედი მაქვს, რომ საქართველო იქნება ევროპული, მთლიანი და გაბრწყინებული ქვეყანა",- განაცხადა ნადარეიშვილა.

ცნობისთვის, დღეს სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის კიდევ ერთი პროცესი გაიმართა. 

როგორც ანი ნადარეიშვილმა "აიპრესს" განუცხადა, სასამართლომ პროცესი 13 აპრილამდე გადადო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...