ანი მხეიძე დედის გადასარჩენად თანადგომას ითხოვს-ნებისმიერი ჩარიცხული თანხა მნიშვნელოვანია

ანი მხეიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და დედის გადასარჩენად თანადგომას ითხოვს.

გამარჯობათ, მე ვარ ანი. ბევრმა თქვენგანმა გაიგო უკვე ჩემი ისტორია, ბევრისთვისაც ჯერ კიდევ უცნობია.
დავიწყებ იმ დღიდან როცა დაიწყო ეს მძიმე დღეები, როცა ექიმმა მითხრა, რომ დედას ქონდა პანკრეასის მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე და მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ სასწრაფოდ ჭირდებოდა მკურნალობის დაწყება. ვერ გეტყვით როგორი თავზარდაცემული გამოვედი კლინიკიდან, ყველა დამეთანხმებით როგორი რთულია გაიგო ესეთი დიაგნოზი ადამიანზე რომელიც ყველაფერს გირჩევნია, დედაზე რომელიც მზადაა შენთვის სიცოცხლეც დათმოს, შენ კი ამდროს ხელფეხშეკრული მარტო დგახარ კლინიკასთან და ხვდები, რომ უძლური ხარ და რომ არაფრით შეგიძლია დაეხმარო…. გგონია უფსკრულის პირას ხარ,ცოტაც და გადაიჩეხები ირგვლივ კი არაფერია რომ ხელი მოსჭიდო და იბრძოლო გადარჩენისთვის, არა საკუთარი თავისთვის არამედ დედისთვის,რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა, შენ კი ვერ ეხმარები რომ იცოცხლოს! თავში ათასი ფიქრი კადრებად მიდის, თავბრუს გახვევს და გშთანთქავს უსუსურობის შეგრძნება. აზზე მოდიხარ და აანალიზებ,რომ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის ,რომ კიდევ დიდხანს დატკბე იმ სიყვარულით და სითბოთი სავსე თვალების ყურებით ,რომლითაც მხოლოდ დედას შეუძლია შვილს უყუროს!

როცა მარტო ხარ და გგონია რომ ვერავინ შეძლებს შენი ტკივილის გაზიარებას და სასოწარკვეთა გიტევს ღმერთი არ გწირავს და გახსენებს ,რომ გყავს მეგობრები რომლებიც მზად არიან შენთან ერთად შეეჭიდონ ცხოვრების სირთულეებს და გაგრძნობინონ რომ მარტო არ ხარ!
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს , რომლებმაც გაავრცელეს ლალიკოს მდგომარეობაზე ინფორმაცია და მათი და თქვენი დახმარებით ჩვენ უკვე დავიწყეთ მკურნალობა!

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ლალიკოს მკურნალობის დაწყებაში, სრულიად უცხო ადამიანებს რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეეს ჩვენი მდგომარეობა. თქვენ დამარწმუნეთ , რომ შესაძლებელია ერთად დგომით სიცოცხლის გადარჩენა და რომ მე უკვე აღარ ვარ მარტო!
როგორ უკვე გითხარით მკურნალობა დავიწყეთ, მაგრამ წინ კიდევ დიდი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. დაახლოებით ყველას გაქვთ წარმოდგენა რამხელა თანხებთანაა დაკავშირებული ამ დაავადებასთან ბრძოლა. კვლავ იმედი მაქვს თქვენი თანადგომის ,რათა შევძლოთ მკურნალობის გაგრძელება!

ნებისმიერი ჩარიცხული თანხა არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. მე თქვენი დიდი იმედი მაქვს და მადლობას გიხდით თითოეულ თქგვენგანს!”, – წერს ანა მხეიძე.

თი ბი სი ბანკი:
ანგარიშის ნომერი :

#GE13TB7524945061100012
მიმღები : ანა მხეიძე

საქართველოს ბანკი:
ანგარიშის ნომერი:

#GE61BG0000000161434872
მიმღები: ანა მხეიძე

აპარატიდან ჩასარიცხად:

01008041860

24/03/1994

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად