ანი მიროტაძე: ველოდები, “ოცნებასთან” დაახლოებულები დაიწყებენ ლაპარაკს, ხომ არ სჯობს სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდანო

100%-იანი შკალით გეუბნებით, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ყველაზე მეტად “ოცნებას” აწყობს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ანი მიროტაძემ “ტვ პირველის” ეთერში თქვა.

“თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ბათუმის სანახავად ჩამოვიდა მიშა სააკაშვილი და 52 წლის ასაკში პოლიტიკაზე უარს იტყვის?! რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. მეტსაც გეტყვით, გაუძლებს თუ არა ციხეს, ეს კი არ არის საკითხავი, არამედ ხელისუფლება რამდენად არის მზად, რომ სააკაშვილი ჰყავდეს ციხეში. თუ მკითხავთ, ვის უფრო აწყობს სააკაშვილი უკან უკრაინაში დაბრუნება, სააკაშვილს თუ საქართველოს ხელისუფლებას, 100%-იანი შკალიდან გეტყვით, რომ 100%-ით საქართველოს ხელისუფლებას.

9 წლიანი დამმარცხებელი ჯერ ვერ დაამარცხეს და რას ამარცხებენ თვითონაც რომ არ იციან.ამის გარდა არაფერი შეუთავაზებიათ საზოგადოებისთვის. ამიტომ, ველოდები, რომ სხვებიც გამოვლენ, (ამ შემთხვევაში პატრიარქს არ ვგულისხმობ) “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულები და დაიწყებენ ლაპარაკს ამაზე, რომ ხომ არ სჯობს, მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდანო”, – თქვა ანი მიროტაძემ.

კომენტარები
იტვირთება...