A1 ბანერი

ანი მიროტაძე: მინისტრები არ გვყავს და გადაწყვეტილება მარტივად მივიღეთ

“პოლიტსაბჭოს ფორმატში გადაწყდა, რომ თუ კოალიციას ვტოვებთ, შესაბამისად, უმრავლესობა და უმრავლესობის კვოტით დაკავებული პოზიციებიც დავტოვოთ. ნახევრად წასვლა ჩვენთვის სწორი პოზიცია არ არის. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მინისტრები არ გვყავს და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება ბევრად უფრო მარტივად მივიღეთ. შესაძლოა, რესპუბლიკელების გადაწყვეტილება სხვა არგუმენტებითაც არის გამყარებული", – ამის შესახებ დეპუტატმა ანი მიროტაძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

"ეს დემოკრატიული პროცესია. მთავარია, კონკურენციის მიუხედავად, დარჩენილი პერიოდი ჯანსაღი თანამშრომლობის რეჟიმში გავატაროთ. პარტნიორებთან თანამშრომლობაზე უარს არ ვამბობთ. პირიქით, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში ვიქნებით.

ხელოვნური ბარიერების შექმნას არ ვაპირებთ. ზოგიერთ რაიონში ისეთი მოცემულობაა, რომ ჩვენი წევრების მიერ უმრავლესობის დატოვებამ, შესაძლოა, არსებული ძალთა ბალანსი შეცვალოს, მაგრამ რადიკალური ნაბიჯებით არც ერთ შემთხვევაში არ წავალთ" – განაცხადა მიროტაძემ 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...