ანი მიროტაძე: ხალხმა ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენა, შემდეგ წითელი ბარათია

“კაცი, რომელიც მოვიდა გამარჯვებით, გზაგასაყართან არის, რომ ის გააგდონ. იმედს ვიტოვებ საქმეს აქამდე არ მიიყვანს, წამზომი არის ჩართული”, – ამის შესახებ “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა

“ხალხმა საკუთარ ხელისუფლებას უჩვენა ყვითელი ბარათი. ამის შემდეგ არის წითელი ბარათი. იმედს ვიტოვებ ფერების გარჩევა მაინც იციან და იმედს ვიტოვებ, რომ ამ ყველაფერს გაიაზრებენ. ადამიანები, ვინც სახლში დარჩნენ, მათ ამ ერთხელაც რომ გამუცხადონ ნდობას ამ ხელისუფლებას, ხელისუფლება ამას უნდა იმსახურებდეს.

ის ე.წ. ჭარბი ნდობა, რომელიც ივანიშვილს ჰგონია, რომ აქვს, გაიფლანგა. “გაქოცებული” “ნაცების” ხელისუფლებაში მოყვანით, კოაბიტაციით და ა. შ. ასევე ფარცხალაძეებით, ჩხარტიშვილებით, საგანელიძეებით, რომელთა ადვოკატადაც გამოვიდა კაცი, რომელსაც შეეძლო, რომ ძალიან სერიოზული სათქმელი ეთქვა ამ ქვეყნის ისტორიაში. ვგულისხმობ ივანიშვილს. კაცი, რომელიც მოვიდა გამარჯვებით, გზაგასაყართან არის, რომ ის გააგდონ. იმედს ვიტოვებ საქმეს აქამდე არ მიიყვანს, წამზომი არის ჩართული”, – განაცხადა ანი მიროტაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად