“ანგელოზები მიწაზე” – ყველაზე “კეთილი პროექტი” და სალომე “ანგელოზების მუზეუმიდან” (ვიდეო)

ამ არეულ და ქაოსურ ქალაქში, სადაც ადამიანებს ერთმანეთისთვის აღარ სცალიათ, სადაც ვირტუალურმა სამყარომ ჩაყლაპა ადამიანური ურთიერთობების პეწი, ნაფარეულის ქუჩა N6 -ში ერთი პატარა კუნძულია, სადაც თავს მხოლოდ კეთილი ადამიანები და მათი მეგობრები იყრიან…

“ანგელოზების მუზეუმი” – ასე ჰქვია პატარა სახელოსნოს, სადაც შშმ და სსსმ პირები კეთილ ანგელოზებს ქმნიან ხან ნახატების, ხანაც კი ხელნაკეთი ნივთების სახით.

“მხოლოდ ანგელოზები” – ასეთია ამ მუზეუმის მთავარი დევიზი და იქ მობინადრეებიც ძირითადად ანგელოზები არიან..

“ანგელოზების მუზეუმის” ძალიან კეთილშობილური პროექტია “დახატე 2020 ანგელოზი”, რომელიც თავისთავში მოიაზრებს 12 მხატვრისა და 12 მოზარდის ერთობლივ კოლაბორაციას ტილოზე.

როგორც ანგელოზების მუზეუმის ხელმძღვანელი, ენდი მეყანწიშვილი გვიყვება: “ შეიქმნება 12 საუკეთესო ტილო. ეს პროექტი მათ სოციალიზაცია-რეალიზაციას შეუწყობს ხელს. ტილო მოზარდის საკუთრება იქნება და გაყიდვაც მისი სურვილისამებრ გადაწყდება. თუმცა გამოფენები დაიგეგმება როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. მაგ: ამერიკა,ინგლისი საიდანაც შემოთავაზება უკვე მივიღეთ.”

“ანგელოზების მუზეუმიდან” დღეს ჩვენი სტუმარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირი  სალომე მათიაშვილია.

“დახატე 2020 ანგელოზის” ფარგლებში, სალომე მათიაშვილმა და მხატვარმა ერეკლე კიპაროიძემ საოცრად ლამაზი ტილო შექმნეს სახელწოდებით “ანგელოზები მიწაზე”

სალომე, თითქმის 5 წელია “ანგელოზების მუზეუმის” ბენეფიცილია და აქტიურადაა ჩართული ყველა იმ პროექტში, რაასაც ეს მუზეუმი ახორციელებს.

ენდი მეყანწიშვილი: სალომე, გარდა ჩვენი შემოქმედებითი სივრცისა, ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში, ის ინკლუზიური დასის “აზდაკის ბაღის” წარმატებული წევრია და არაერთ სპექტაკლში აქვს მიღებული მონაწილეობა: “ბოშები”, “კაცია ადამიანი?!”. “სამგროშიანი ოპერა” და სხვა…

სალომეს და ერეკლეს შექმნილი ტილო კი ასეთი გამოვიდა:

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად