ანგელა მერკელმა რუსეთი რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსული მხარე შუალედური და მცირე დისტანციის რაკეტების აღმოფხვრის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტას ემსახურებოდა. ამის შესახებ მერკელმა ლიტვის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ფედერალური მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ INF-ის ხელშეკრულების შეწყვეტამ მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში იარაღის შეზღუდვის შემცირება განაპირობა.

ასევე, მერკელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გერმანია და მისი პარტნიორები შეიარაღების შესახებ ახალი შეზღუდვების საკითხს გადაწყვეტენ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ამ სიტუაციის საპასუხოდ ერთობლივ მოქმედებებს იწყებს.

”გერმანია ნატო-ს ნაწილია და იმოქმედებს, როგორც ნატო-ს პარტნიორი”, – განაცხადა კანცლერმა.

ლიეტუვის თავდაცვის საკითხზე მსჯელობისას, მერკელმა არ უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა გერმანია, კონფლიქტის შემთხვევაში, ლიეტუვის თავისუფლება დაიცვას.

კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ლიეტუვაში საჰაერო საშუალებებით სამხედრო მონაწილეობის გაძლიერება, მერკელმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მოგვარდა, როგორც ნატოს საჰაერო სივრცის კონტროლის პროგრამის ნაწილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად