A2 ბანერი
A2 ბანერი

ანგელა მერკელის პროტეჟე ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი იქნება

ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი, მანფრედ ვებერი, 2019 წელს ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. გადაწყვეტილება ჰელსინკში გამართულ ყრილობაზე მიიღეს.

46 წლის ვებერის კანდიდატურას გერმანიის მოქალაქეების 79.2% -მა დაჭირა მხარი. ვებერის კონკურენტი ფინეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ალექსანდრ სტუბი იყო.

“დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და მოდით ევროპის ისტორიაში გვერდი ერთად გადავშალოთ”, – წერს ვებერი Twitter- ის გვერდზე კენჭისყრის შემდეგ.

2014 წლის ევროპარლამენტის უკანასკნელ არჩევნებში ე.წ. საკვანძო კანდიდატთა (Spitzenkandidaten) სისტემა შეიქმნა, რომლის მიხედვითაც პარტიების ლიდერი ყველაზე მეტი საარჩევნო მანდატით სარგებლობს. თუმცა, ამ თანამდებობაზე დამტკიცება ავტომატურად არ ხდება: ევროსაბჭოს 28 წევრიდან 16-მა კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს.

ოთხი წლის წინ, არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა  და მისი კანდიდატი ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის თავმჯდომარე გახდა. ევროპარლამენტის მომავალი არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.

ოქტომბერში, მანფრედ ვებერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა, ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისი გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალია.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
კომენტარები
იტვირთება...