ანგელა მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გერმანელთა შეშფოთებას იწვევს (ვიდეო)

მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებმა ელვის სისწრაფით აიტაცეს გერმანელ ჟურნალისტთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრიდან 10 დღის შემდეგ, კვლავ სუსტად გამოიყურებოდა.

ანგელა მერკელი გერმანიის პრეზიდენტთან ოფიციალურ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას მოულოდნელად კანკალი დაეწყო.

ანგელა მერკელის პრესმდივანმა განაცხადა, რომ კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია და სანერვიულო არაფერია, თუმცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა განგაში ატეხეს და მიუთითებენ, რომ ეს უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში მეორედ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ანგელა მერკელს კანკალი დაეწყო. მაშინ მან განაცხადა, ბერლინის დიდი სიცხეებისგან გამოწვეული ორგანიზმის გაუწყლოვნების გამო თავი ცუდად იგრძნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად