ანგელა მერკელის განცხადებამ პალესტინელი ლტოლვილი გოგონა აატირა (ვიდეო)

სატელევიზიო დისკუსიის "კარგი ცხოვრება გერმანიაშია"-ს დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პალესტინელ გოგონას უთხრა, რომ გერმანიას არ შეუძლია მიიღოს ყველა ლტოლვილი.

გოგონამ კანცლერს მოუყვა, რომ 4 წლის განმავლობაში მისი ოჯახი ცხოვრობს გერმანიაში, ისწავლა გერმანული და ინგლისური ენები და ქვეყანაში სწავლის გაგრძელება სურს. გოგონამ აღნიშნა, რომ გერმანიელი სამართალდამცავები მისი ოჯახის დეპორტაციას გეგმავენ.

"ყველაფერი მესმის, მაგრამ პოლიტიკა რთული საქმეა. მით უფრო, როდესაც ჩვემს წინაშე ასეთი სასიამოვნო ადამიანი დგას. მაგრამ ლიბანში მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებში ათასობით ადამიანია და თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რომ ყველა თქვენთაგანს, ან ყველას აფრიკიდან შეუძლია აქ ჩამოვიდეს, ჩვენ უბრალოდ ამას ვერ შევძლებთ, კონტროლს ვერ შევძლებთ. არ შეგვიძლია ყველა მათგანი მივიღოთ",-განაცხადა მერკელმა.

ამის შემდეგ გოგონა ატირდა, მერკელი კი გოგონას დაწყნარებას შეეცადა. მერკელის განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ საიმიგრაციო პოლიტიკაზე მერკელს ასეთი ფორმით განცხადება არ უნდა გაეკეთებინა.

კომენტარები
იტვირთება...