ანგელა მერკელი ზაფხულში პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის თანამდებობას დატოვებს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ის ზაფხულში პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მერკელმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადრე, სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. შიდაპარტიულ არჩევნები დეკემბერშია დაგეგმილი.

წყაროს ცნობით, ანგელა მერკელმა პარტიის წევრებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. არსებული ინფორმაციით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონალური არჩევნების შედეგების შემდეგ მიიღო, სადაც პარტიამ ამომრჩეველთა მხარდაჭერა დაკარგა.

იმ შემთხვევაში, თუ ანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად უარს იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანამდებობა ვაკანტური იქნება.

„ბილდის“ ცნობით, გერმანელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა და CDU / CSU-ს საპარლამენტო ჯგუფის ყოფილმა თავმჯდომარემ ბუნდესტაგში ფრიდრიხ მერცმა, არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. როგორც მედია აღნიშნავს, ანგელა მერკელი თავის გადაწყვეტილებას ბერლინში ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად