ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინის მიწვევით, 11 იანვარს რუსეთს ეწვევა

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი 11 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოწვევით, სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა.

მოლაპარაკებების დროს, დაგეგმილია “საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული თემების განხილვა, მათ შორის სირიაში არსებული ვითარების, ლიბიის არსებული სიტუაციის, ასევე 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში ამერიკის საჰაერო შეტევის შედეგად ვითარების ესკლაციის განხილვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლბში ასევე განიხილება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების, მინსკის შეთანხმების შესრულებისა და 2019 წლის 9 დეკემბერს, პარიზში გამართულ სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შესრულების შესაძლებლობის საკითხები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად