ანგელა მერკელი: გერმანია პანდემიის რთულ ფაზაში გადავიდა

გერმანია პანდემიის რთულ ფაზაში გადავიდა – არსებობს დადებითი მხარეები, მაგრამ კორონავირუსის მუტაცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ახლა უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ახალ შტამს მესამე ტალღა არ მოჰყვეს. – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ხუთშაბათს ბერლინში განაცხადა.

“ახლა ჩვენ პანდემიის რთულ ფაზაში ვართ. ვითარება სულ უფრო დაიძაბება. კარგი ამბავი – ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, ნაკლები ადამიანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებებში”, – თქვა კანცლერმა.

კანცლერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში გერმანიაში ყოველდღიურად დაახლოებით 1 000 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება. “ეს პანდემია საუკუნის კატასტროფაა”, – თქვა მთავრობის მეთაურმა.

მერკელმა განაცხადა, რომ მთავარი საფრთხე კორონავირუსის მუტაციაა, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს. “ჩვენ უნდა შევანელოთ ამ მუტაციის გავრცელება. კერძოდ, არ უნდა დაველოდოთ, სანამ საფრთხე უფრო ხელშესახები გახდება. მაშინ უკვე გვიანი იქნება”, – განაცხადა კანცლერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად