ანგელა მერკელი: “ეს შემაძრწუნებელი ინფორმაციაა, მსოფლიო ელოდება პასუხებს”

დღეს გერმანულმა პრესამ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” კვალის აღმოჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

შტრალზუნდში, თავის საარჩევნო ოლქში მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესვერის სპეციალურ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად რუსი ოპოზიციონერის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” კვალის აღმოჩენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ამჟამად უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ალექსეი ნავალნი “დანაშაულის მსხვერპლია”, “მისი გაჩუმება სურდათ”, “ეს შემაძრწუნებელი ინფორმაციაა”, “მსოფლიო ელოდება პასუხებს”, “მე მტკიცედ ვგმობ ამას, მათ შორის ფედერალური მთავრობის სახელით”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანელთა პარტნიორები ნატოდან და ევროკავშირიდან ინფორმირებულები არიან კვლევის შედეგების შესახებ და ისინი რუსეთის რეაქციიდან გამომდინარე გააკეთებენ ერთობლივ და შესაბამის განცხადებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად