ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გაერო-ს რეფორმები სჭირდება

გაერო-ს რეფორმები სჭირდება შემდგომი განვითარებისათვის და თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირებისთვის, გერმანია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, მათ შორის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს (SC) ფარგლებში. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორგანიზაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის (GA) საზეიმო შეხვედრაზე განაცხადა.

”გლობალური გამოწვევები მოითხოვს შეთანხმებას და თანამშრომლობას ეროვნული საზღვრების მიღმა”, – თქვა მან და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება დაასახელა მაგალითად.

ამავე დროს, მან თქვა, რომ ძალიან ხშირად იბლოკება უსაფრთხოების საბჭო, როდესაც საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. “ჩვენ გვჭირდება რეფორმები. გაერო უფრო უნდა განვითარდეს, რომ შეძლოს 21-ე საუკუნის გლობალურ გამოწვევებზე რეაგირება. გერმანია მზადაა, ისევე როგორც ადრე, უსაფრთხოების საბჭოში პასუხისმგებლობის აღებაზე.” – აცხადებს მერკელი.

გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლები ვიდეოს ფორმატში ჩატარდა კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვების გამო. გაერო-ში მხოლოდ მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად