ანგელა მერკელი: “ათენი ვერ მიიღებს დახმარებას სოლიდარობის გარეშე”

"ათენი ვერ მიიღებს დახმარებას სოლიდარობისა და რეფორმების გარეშე", – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში, რიგგარეშე სამიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ევროკავშირი საბერძნეთისთვის კრედიტის გამოყოფაზე მოლაპარაკებებს ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს.

"სოლიდარული დამოკიდებულების გარეშე დახმარების გაწევის საშუალება არ არსებობს. სოლიდარობის და რეფორმების გარეშე, გზა, რომლითაც ჩვენ ვმოძრაობთ, შეუძლებელია",-განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის, 30 ივნისს საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრედიტის ნაწილი არ გადაურიცხა. 1 ივლისს ფონდში დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია, საბერძნეთმა 1.6 მილიარდი ევრო არ გადაიხადა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა, სადაც მოსახლეობას ეკითხებოდნენ, დათანხმდნენ თუ არა კრედიტორების პირობებს, რომლებიც საბერძნეთს კრედიტის სანაცვლოდ გადასახადების გაზრდას და უფრო ხისტ ეკონომიას სთავაზობდნენ.

საბერძნეთის ხელისუფლებაში რეფერენდუმის ჩატარებამდე განაცხადეს, რომ თუ მოსახლეობა კრედიტორების პირობებს დათანხმდებოდა, ის მზად იყო, კრედიტორებთან 48 საათის განმავლობაში ხელი მოეწერა შეთანმხებისთვის. საბოლოო მონაცემებით, კრედიტორების პირობებზე უარი ამომრჩეველთა 61.31%-მა თქვა.  არსებულ სიტუაციაში საბერძნეთი კრედიტორებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლებას ექნება მეტი არგუმენტები, რომ მოითხოვოს კრედიტი უკეთესი პირობებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად