ანგელა მერკელი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. 66 წლის მერკელმა ვაქცინის პირველი დოზა ბერლინის ტემპელჰოფის ყოფილ აეროპორტში გაიკეთა, სადაც ამჟამად ვაქცინაციის ცენტრია მოწყობილი.

“მოხარული ვარ, რომ დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობს ვაქცინაციის კამპანიაში – და ყველას, ვინც იცრება. ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის საშუალება,” – განაცხადა მერკელმა.

ინფორმაციას და ვაქცინაციის მოწმობას გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შტეფენ ზაიბერტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...