ანგელა მერკელი: 2021 წელს პოლიტიკურ საქმიანობას დავასრულებ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2021 წელს კანცლერის თანამდებობისთვის ბრძოლას და არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.

როგორც მერკელმა საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბრისას აღნიშნა, იგი აცნობიერებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მისი პირადი საქმეა. ანგელა მერკელი დარწმუნებულია, რომ როგორც კანცლერმა, უნდა იმოქმედოს. “თქვენ იცით, მე ამის გაკეთება შემიძლია”, – განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ იგი, როგორც საზოგადოება, მისი ჯანმრთელობით დაინტერესებულია.
“2021 წელს პოლიტიკურ საქმიანობას დავასრულებ, მაგრამ ვიმედოვნებ, კიდევ ერთი სიცოცხლე მაქვს, რომლითაც ვიცხოვრებ”, – განაცხადა კანცლერმა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ გააკეთებს ის ამას, მერკელმა უპასუხა: “კარგად”.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის პოსტზე ანგელა მერკელის მემკვიდრე, ანეგრეტ კრამპ კარენბაუერია.

იგი შარშან, დეკემბერში პარტიის წევრებმა აირჩიეს. მანამდე კი, პარტიის გენერალური მდივანი იყო. CDU- ს თავმჯდომარე გერმანიაში მნიშვნელოვანი პოზიციაა. ამ პოსტზე მყოფი ადამიანები, როგორც წესი, ბუნდესტაგის მომავალ არჩევნებში მონაწილეობენ და შესაძლოა გერმანიის კანცლერიც გახდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...