A1 ბანერი

ანგარიში: 2017 წელს ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 6 მილიონ ადამიანს მიაღწია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასებით, ქვეყნები ლტოლვილებისა და მიგრანტების ინტეგრირების გამო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა რიცხვი 2013 წლის შუა რიცხვებიდან 2017 წლის შუა რიცხვებამდე 2 მილიონიდან 6 მილიონამდე გაიზარდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის დეკემბრამდე ევროპის ქვეყნებმა თავშესაფრის შესახებ 4 მილიონი განაცხადი მიიღეს.

OECD- ის შეფასებით, ექსპერტები ლტოლვილთა დასაქმების დაბალ პროცენტულ მაჩვენებელსა და  განათლების არასაკმარის დონეზე მიუთითებენ.

“ინტეგრაცია ბევრად უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე ლტოლვილთა და სხვა სოციალურად დაუცველ მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები,” -განმარტა OECD- ის გენერალური მდივნის მოადგილემ ულრიკ ვესტერგორ კნუდსენმა.

ანგარიშის თანახმად, ადგილობრივ საზოგადოებებში უცხოელთა რაოდენობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 01% – 1% -შეადგენს.

ანგარიშის ავტორების აზრით, კიდევ ერთი სირთულე ქვეყნებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა.

“ადამიანური რესურსების მართვის კოორდინაცია, სატრანზიტო ქვეყნებსა და მათ შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესი არათანაბრად ვითარდება, კრიზისმა ასევე აჩვენა, რომ ერთი ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებულ დარღვევებს სხვა ქვეყნებზე უარყოფითი გავლენა შესაძლოა ჰქონდეს”, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ავტორები  საერთაშორისო დონეზე ერთობლივი მუშაობის გაძლიერებას მოითხოვენ, რათა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა მუშაობა გააქტიურონ და მიგრანტებს სამუშაო ადგილის ძებნასა და შემდგომ დაცვაში დახმარება აღმოუჩინონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...