ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის განახლება დაიწყო

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გლდანში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 700 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს – ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულებსა და სახანძრო ჰიდრნატებს დაამონტაჟებს.

ჯივიპიმ აღნიშნული პროექტი 27 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად