ანდრო ბარნოვი: “რა გააკეთა კალაძემ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მადლობას უხდის”

"გამოსაძიებელია, თუ რა გააკეთა კალაძემ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მადლობას უხდის",-ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ბარნოვმა აღნიშნა, დავით საგანელიძეს ვერ მოსთხოვ ქვეყნის ბედზე ზრუნვას. მისივე თქმით, ის ადგილზევე გასცემს საკადრის პასუხს მის ოპონენტებს.

"ძნელია მისნაირ არსებებს მოსთხოვო ქვეყნის ბედზე ზრუნვა, იმიტომ რომ ერთადერთი, რითიც არიან დაკავებულები, არის მნიქვნელობა მათი ბატონების მიმართ, მეტი შინაარსი არ აქვს. თუ საგამოძიებო უწყებებს სცალიათ, გამოიძიონ რა გააკეთა მათმა მინისტრმა კალაძემ ისეთი, რის გამოც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მადლობას უხდის. იქნება კიდევ ერთი დიდი სკანდალი ამ ხელისუფლების შესრულებით",-განაცხადა ბარნოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ანდრო ბარნოვი შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც პოლიციელები უმოქმედობაში დაადანაშაულა. კერძოდ, მისი განმარტებით, პოლიციელებს არ უნდა დაეშვათ რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევა.

კომენტარები
იტვირთება...