A1 ბანერი

ანდრო ბარნოვი: დღეს, სასამართლო ბიძინა ივანიშვილის მსახურია

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, სასამართლო უბრალოდ არ არსებობს. ის ჩვენი ხელისუფლების ჯიბის მოსამსახურედ იქცა. ისინი ფიქრობენ და გადაწყვიტეს, სასამართლო  ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიის გარანტი უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და ხალხის მესაფლავედ იქცეს“, – ამის შესახებ „აიპრესთან“ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის სამოქალქო დავის მთავარი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ბარნოვის თქმით, დღეს, სასამართლო რომელიც ცდილობს დახუროს დამოუკიდებელი მედია, მასზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.

„არ შეიძლება ამ სასამართლოზე სერიოზულად იმსჯელო და სასამართლო უწოდო. დღეს, სასამართლო, ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველის მსახურია“, – განაცხადა ბარნოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...