ანდრიუს კუბილიუსი: თუ “ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები

თუ “ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა “მთავარ არხთან” განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარების და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა დასრულდა.

“ჩვენ გვსურს ვიხილოთ შემდეგი: ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებში ვერ დააგროვებს 43%-ს, მაშინ ევროკავშირი ზეწოლას მოახდენს მასზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული.

რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. 2019 წლის შემდეგ, როდესაც მე ვიყავი საქართველოში, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შანსი, რომ საქართველო ამ კრიზისიდან გამოგვეყვანა. ჯერ იყო გასული წლის 8 მარტის შეთანხმება, შემდეგ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, მაგრამ ორივე შემთხვევაში წარუმატებლად დასრულდა. ვწუხვარ, რომ საქართველო ბევრს კარგავს პროევროპულ გზაზე. ეს ქვეყანა ადრე ლიდერი იყო, ახლა კი ლიდერია პრობლემების რაოდენობით”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

თარგმანს მთავარი არხი ავრცელებს.

კომენტარები
იტვირთება...