ანდრიუს კუბილიუსი: სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა კრიზისს უფრო გააღრმავებს

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა კრიზისს უფრო გააღრმავებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მთავარ არხთან” განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარების და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა დასრულდა.

“ამ კონფლიქტის მოგვარებას სჭირდება ძლიერი ლიდერები და ქართველების გაბედულობა. რადგან ამ გზის გაგრძელება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სწორედ ეს ვუთხარით მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, მას სურვილი აქვს სამშობლოში დაბრუნების, მაგრამ ამ ეტაპზე ეს კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს”, – თქვა ევროპარლამენტარმა.

კუბილისი აქვე აცხადებს: თუ “ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს, ზეწოლას მოვახდენთ, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები

კომენტარები
იტვირთება...