ანდრიუს კუბილიუსი: პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობაში არაფორმალური ლიდერებიც არიან ჩართულები

შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, არის ჩართულობის ძალიან მაღალი დონე. ეს ყველაზე მაღალი დონეა, რაც შეიძლება, საქართველოს შესთავაზო კრიზისის დროს. არც კი მახსენდება სხვა მსგავსი შემთხვევა, როცა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კრიზისში ასეთი ჩართულობა ყოფილიყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური ლიდერობის კრიზისი, ორივე პოლიტიკურ ჯგუფში. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ არიან ფორმალური ლიდერები, მაგრამ ასევე არიან არაფორმალურებიც, რომლებიც მაინც არიან ჩართული პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობაში.

“ქართულ მედიაში ვნახე განცხადებები, განსაკუთრებით მმართველი გუნდის მხრიდან, რომ რა მნიშვნელობა აქვს ამ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებას. ევროკავშირის ელჩმა ამაზე ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა. ასე რომ, ამ განცხადებას სერიოზულად მოეკიდეთ.

თუ გავითვალისწინებთ ევროპარლამენტის შიდა არქიტექტურას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუ კარგად დააკვირდებით, ვინ აწერს ხელს, დაინახავთ, რომ ერთ-ერთი ხელმომწერი არის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკკალისტერი და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. ეს არის ის ხალხი, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ჯგუფებში აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე არიან პასუხისმგებელნი და მათ მოსაზრებებს პატივისცემით მოეკიდებიან პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარლამენტში.

მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ ეტაპზე, იქნება ეს რაიმე რეზოლუციის მიღება, თუ ამ საკითხის კომიტეტში განხილვა, მაგრამ თუ ასეთი ადამიანების ჯგუფი აკეთებს მსგავს განცხადებას, მაშინ მას ევროპარლამენტის უმრავლესობა, როგორც წესი, მხარს უჭერს ხოლმე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტარების ეს არაფორმალური ჯგუფი ევროპარლამენტის თავმჯდომარემ შეკრიბა საქართველოში კრიზისიდან გამოსავლის მოსაძიებლად. ასე რომ, ჩვენ გვაქვს არაფორმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი მანდატი.

მეორე, რატომ გავაკეთეთ ეს განცხადება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის ჩართულობა ამ საკითხში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დონეზე, არის ჩართულობის ძალიან მაღალი დონე. ეს ყველაზე მაღალი დონეა, რაც შეიძლება, საქართველოს შესთავაზო კრიზისის დროს. არც კი მახსენდება სხვა მსგავსი შემთხვევა, როცა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კრიზისში ასეთი ჩართულობა ყოფილიყო. მე ვხედავ პრობლემას საქართველოს შიგნით და რადგან მეტ-ნაკლებდ ვიცნობ სიტუაციას, ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური ლიდერობის კრიზისი, ორივე პოლიტიკურ ჯგუფში. ღიად ვიტყვი, რომ არიან ფორმალური ლიდერები, მაგრამ ასევე არიან არაფორმალურებიც, რომლებიც მაინც არიან ჩართული პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობაში. ეს სიტუაციას ართულებს და პოლიტიკურ ჯგუფებს კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯების გადადგმა უჭირთ“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...