ანდრია ჯაღმაიძე: ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ ის ხალხი ვინც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ, ევროპის დისკრედიტაციას ეწევიან

ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდა ბატონი ანდრიუს კუბილიუსი გულწრფელად ვთქვი, რომ ის ხალხი ვინც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ ევროპის დისკრედიტაციას ეწევიან, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამ ათქმევინა მეუფე ანტონს ეს და როგორ მივიდა ის აქამდე, რომ ამბიონიდან ეს ექადაგა. მე დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ ეკლესიისადმი ბრალდებები, ტენდენციური და უსამართლო დამოკიდებულება, ბრალდებები, დაუსაბუთებელი ცილისწამებები და ა. შ. სწორედ იმ სეგმენტისგან მომდინარეობს, რომელზეც მეუფე ანტონი საუბრობდა.

ჩვენ როდესაც ბრიუსელში ვიყავით ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ ამ დეტალებზე. მათ შორის იყო ანდრიუს კუბილიუსი. მე იქ ვისაუბრე ამ პრობლემატიკაზე, რომ ძალიან ხშირად ხდება – ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დასავლური ფასეულობების ინსტალაციას დემონსტრირებენ, სწორედ ისინი ხდებიან ამ ფასეულობების დისკრიმინაციის წამხალისებლები. ეკლესიის მიმართ ნიაღვარი ეკლესიის რეიტინგზე მაინც არ მოქმედებს და ამან უნდა დააფიქროს ეს ჯგუფები. ხალხი ხედავს იმ ტყუილს, რაც მათგან მოდის.

მეუფე ანტონი რასაც ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ დანანებით ამბობს, რომ მივედით იქამდე, რომ არ დამთავრდა ეკლესიის ლანძღვა იმ ხალხისა, რომლებიც ევროპულ ფასეულობებს ქადაგებენ გრანტებით და დაფინანსებებით. იმიტომ გავიხსენე ბრიუსელის შემთხვევა, რომ მაშინ მე კუბილიუსს ვუთხარი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ქადაგებენ ევროპულ ფასეულობებს, ევროპის დისკრედიტაციას ეწევიან. იმიტომ, რომ ამას აკეთებენ ტენდენციურად და ამას აკეთებენ ძალადობით და ფალსიფიცირებით”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, მეუფე ანტონიმ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად