ანდრია ურუშაძე: ვაქცინის დროულად შემოტანაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის მინისტრი და არ დამდგარა მისი პასუხისმგებლობა

ვაქცინის დროულად შემოტანაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის მინისტრი და არ დამდგარა მისი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ავტეხეთ განგაში გაზაფხულზე, რომ გვიანდებოდა ვაქცინაცია და ვაქცინის შემოტანა გვიანდებოდა. არ დამდგარა არც ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობა, ვინც პასუხისმგებელი იყო ვაქცინაციის შემოტანაზე. ხედავთ, რომ როგორც კი თავისუფალი არჩევანი გაჩნდა, მიდის ხალხი და იცრება. ქვეყანამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 50% ისევ ვერ აღიქვამს საფრთხედ.

ღმერთმა დაგვიფაროს ვიფიქროთ, რომ შეგნებულად აკეთებენ, უბრალოდ ეს მთავრობა რაღაცებს ვერ აკეთებს, არ შეუძლია. კოვიდის საიტზე რომ შეხვიდეთ, იქ კი წერია, რომ ნახევარი მილიონია აცრილი, მაგრამ რიცხვებით მანიპულირება ხდება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ 5%-ზე ნაკლებია ორჯერ აცრილი, ხოლო ერთხელ აცრილი 10%-მდე”, – თქვა ანდრია ურუშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...