ანდრია ურუშაძე: მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია, საქართველო კი მაჩანჩალაა

ვუსმენდი დღეს, რომ თურმე მომავალ თვეში ვაპირებთ მილიონი ადამიანის ვაქცინაციას. ამ დროს იძახიან, რომ 286 ბრიგადა გვყავსო და იმასაც იძახიან, რომ ერთ ბრიგადას 60 ადამიანის აცრა შეუძლია. მილიონი მოაქალაქე რომ ავცრათ გვჭირდება დღეში 30 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ის ბრიგადები რაც არსებობს ნიშავს, რომ დღეში შეგვიძლია 17 000 ადამიანის აცრა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა გეგმის გაწერა და მერე მისი შესრულება. ურუშაძე ამბობს, რომ ქვეყანა დაპირებებით კი არ შენდება, არამედ ყოველდღიური მუშაობით.

“ვუსმენდი დღეს, რომ თურმე მომავალ თვეში ვაპირებთ მილიონი ადამიანის ვაქცინაციას. ამ დროს იძახიან, რომ 286 ბრიგადა გვყავსო და იმასაც იძახიან, რომ ერთ ბრიგადას 60 ადამიანის აცრა შეუძლია. მილიონი მოაქალაქე რომ ავცრათ გვჭირდება დღეში 30 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ის ბრიგადები რაც არსებობს ნიშავს, რომ დღეში შეგვიძლია 17 000 ადამიანის აცრა. ანუ, ორჯერ მეტი ბრიგადა გვჭირდება. აღარ ვიძახი იმას, რომ ვაქცინა უნდა იყოს საკმარისი, იმასაც აღარ ვიძახი, რომ მილიონი მოქალაქე მზად იყოს, რომ მივიდეს და იმ ვაქცინით აიცრას, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს. ეს პრობლემები ერთი წელია გრძელდება და როცა იძახიან რომ ყველაფერს ვაკეთებთ – ან მე არ მესმის რას ნიშნავს სიტყვა ყველაფერს, ან მათ არ ესმით რომ ეს ყველაფრის გაკეთება არ არის.

იმედი მაქვს, რომ დაიწყება მასიური ვაქცინაცია, მაგრამ მას სჭირდება ვაქცინა, ბრიგადები და ადამიანები, რომლებიც ენდობიან ამ ვაქცინას. დღეში 30 000 ადამიანი რომ აიცრას საქართველოში, ამას სჭირდება საკომუნიკაციო კამპანია, რომ ადამიანები, რომლებიც არ ენდობიან ვაქცინას, ან კონკრეტულ ვაქცინას, მათ ჰქონდეთ ნდობა მთავრობის შემოთავაზების მიმართ. ამიტომ, მთავრობა უნდა მივხდეს, რომ რასაც ფიქრობს, ის თავისთავად ასრულებადი არ არის. საჭიროა გეგმის გაწერა და მერე მისი შესრულება, ქვეყანა დაპირებებით არ შენდება. ქვეყანა შენდეგა ყოველდღიური მუშაობით”, – თქვა ურუშაძემ.

მისი თქმით, სავარაუდოდ “ასტრა ზენეკათი” იმაზე მეტი ადამიანი აცრეს, ვიდრე ვაქცინა ჰქონდათ და ახალი პარტიის შემოტანის მოლოდინი ჰქონდათ.

“მოლოდინი ერთია და კონტრაქტი და ვალდებულებები მეორე. უნდა ვისწავლოთ, რომ მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია. ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაჩანჩალაა”, – განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...