ანდრია ურუშაძე: ისე ვმოქმედებთ რაც სჭირდება პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ისე ვმოქმედებთ რაც სჭირდება პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ცხადია, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა. 10%-ია დადებითობის მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ჩვენ 10 000-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში. გაცილებით მეტი, ვიდრე ოფიციალურად არის გამოვლენილი. ეს ადამიანები რეალურად ჩვენი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. პირველი კითხვა რაც იბადება არის ის, რატომ არ ვიცით ხვალ რას ვაკეთებთ და ზეგ. რატომ? არ არიან კვალიფიციური სპეციალისტები? – არიან ცხადია.

მათი სიმცირე არ არის დღეს არც ჯანდაცვის სექტორში და არც სახელმწიფო მართვის სექტორში, მაგრამ ბოლო წლების მთავარი უბედურება ის არის, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ანუ, ჩვენ არა რიცხვებიდან და გეგმიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, არამედ რა სჭირდება პოლიტიკურ ძალას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს”, – განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...