ანდრია ურუშაძე: არ იქნება სწორი, თუ ჯოხი გადატყდება NCDC-ზე და მის ხელმძღვანელზე

არ იქნება სწორი თუ ჯოხი გადატყდება NCDC-ზე და მის ხელმძღვანელზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“არ იქნება სწორი თუ ჯოხი გადატყდება NCDC-ზე და მის ხელმძღვანელზე. ჯანდაცვის სამინისტრო იყო პასუხისმგებელი ვაქციების შემოტანაზე. ჩვენ დღემდე არ ვიცით მისი შემოტანის გეგმა. გეგმა ის კი არ არის, რა დაპირებასაც პრემიერი გასცემს, არამედ გეგმა არსებობს ჩამოწერილი ვაქციების სახელმწოდებები, როდის შემოვა ეს ვაქცინები და რა რაოდენობით შემოვა. ეს ყველაფერი უნდა იყოს მთავრობის დადგენილების ნაწილი. მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, როდის მივიღებთ ვაქციებს.

ახსენეთ “დელტა” შტამი და დიახ, დომინანტური გავრცელება სწორედ მას უკავშირდება. იმიტომ, რომ სწრაფად ინფიცირდება მოსახლეობა. ჯანმომ დაადასტურა კიდეც, რომ დომინანტი შტამია, მაგრამ სადაც მოსახლეობა აცრილია, იქ დაბალია სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია. ანუ ამ ახალი შტამების მიმართ ვაქცინა ეფექტურია”, – განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

კომენტარები
იტვირთება...