ანდრია სარია: ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე, რა ჩანაწერები, საჩივრები და ფაქტებიც მოგვდის გულდასაწყვეტია

“ეკლესიის ყველა წევრი ვითხოვთ იმ თემებზე მსჯელობას, რაც დღემდე მოუგვარებელია და ,,ცილისწამებად” აღიქმება”,-ამის შესახებ მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხადებით, ეკლესიის ყველა წევრი ითხოვს, რომ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელონ.

“ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე, რაც კი ჩანაწერები, საჩივრები და ფაქტები მოგვდის გულდასაწყვეტი და დამთრგუნველია.

თუმცა, იმაზე მეტს ვერასდროს ვიტყვით, რაც მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა. ვფიქრობ, ეს წერილი საქმეში უნდა მიიღოს კანცელარიამ, დაარეგისტრიროს და ჩაინიშნოს პროცედურები.

ეკლესიის ყველა წევრი ვითხოვთ იმ თემებზე მსჯელობას, რაც დღემდე მოუგვარებელია და ,,ცილისწამებად” აღიქმება. წმინდა წერილი ბრძანებს: ,,არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!” (გალ. 1. 8). ეს თემა რამდენადაც ,,რბილად” ეჩვენებათ, იმდენადვე შხამიანია. ღმერთმა ნუ ქნას ეს ,,შხამი” საზოგადოებამ შესვას, რადგან ბევრი ადამიანის სული მოიწამლება…”,-წერს მამა ანდირა სარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად