ანდრია ჯაღმაიძე მეუფე ზოსიმეს მიმართ ბრალდებაზე: არანაირი საფუძველი არ გვაქვს, დავიჯეროთ

“ეს არის ორკესტრირებული შეტევა ეკლესიაზე” – ასე აფასებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წილკნისა და დუშეთის მთავარესპისკოპოსი ზოსიმეს მიმართ სტუდენტი ბიჭის სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს.

“ვფიქრობ, კიდევ მოვისმენთ მრავალ ბრალდებას, თითოეული მათგანი იქნება დაუსაბუთებელი, არაფერზე არ ლაპარაკობს ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა. არანაირი საფუძველი არ გვაქვს დავიჯეროთ იმ დეტალური აღწერის, რომელიც იქ არის, სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანი მეორეს წინააღმდეგ თავისი ინტერესების მისაღწევად ცილისწამებას მიმართავდეს.”,-ამბობს ადრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, მამა გიორგი სხილაძე აცხადებს რომ, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზოსიმეს სტუდენტი მამაკაცებს სექსუალურად ავიწროვებდა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს.

მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად