ანდრია ჯაღმაიძე: მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო 2 წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი

მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ეხლა დაუფარავად განაცხადა ეს. – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით?
მეგონა პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა. ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისათვის და თეოლოგისათვის?
მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?
არ მეგონა რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს.ნოლია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი.
ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივივარ, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას არც კი ვიცი.” – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

კომენტარები
იტვირთება...