ანდრია ჯაღმაიძე: ხატები და სიწმინდეები, ვარდის წყლით და სპირტით უნდა გაიწმინდოს

ამის შესახებ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” ხშირად მოხდეს ხატებისა და სიწმნიდეების გაწმენდა სპირტით ან ვარდის წყლით, რომელიც სპირტნარევია. ეს მუდმივად ხდება ეკლესიებში. უბრალოდ, ამ განსაკუთრებულ ვითარებაში, განსაკუთრებული სიფხიზლე გამოვიჩინოთ. ხშირად გაკეთდეს ეს. ეს ყველა ტაძარს დაევალა”-ამბობს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია.

ამასთან, 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე, პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად