ანდრია ჯაღმაიძე ევროპული არჩევანის წინააღმდეგ განცხადებაზე: ეს საშიშია, მაგრამ იმიტომ არა, რომ ამაზე მეუფე ანტონმა ილაპარაკა

“საშიშია”, – ასე პასუხობს “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბების” წამყვანის ანა წერეთლის კითხვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე.

გადაცემის წამყვანმა მას გაახსენა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი კონსტიტუციით არის გარანტირებული და როდესაც ამის გადახედვაზე საუბრობს მეუფე ანტონი არის თუ არა ეს საშიში.

“ეს იმიტომ არის საშიში, რომ ეს შეიძლება გავრცელდეს და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ილაპარაკოს. იმიტომ არა, რომ ამაზე ილაპარაკა მეუფე ანტონმა. თუ არასამთავრობო სექტორი და ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად ევროპულ ფასეულობებზე საუბრობენ, გააგრძელებენ ეკლესიის და ტრადიციების წინააღმდებ ბროლას, ეს გამოიწვევს საშიშროებას და არა ის, რომ მეუფე ანტონმა იქადაგა. მეუფე ანტონმა წარმოაჩინა რეალობა, რომელიც მოსახლეობაში უკვე ამოტივტივდა”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, მეუფე ანტონიმ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად