ანდრია გვიდიანი: თქვენ ვერ გამოიყვანეთ ხალხი იმიტომ, რომ პარლამენტში შეგიშვეს და თქვენ ქუჩაში დგახართ

“მთელი ქვეყნიდან მოხდა მობილიზება და 5000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბეს. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლა ეზარება – არა. როცა რეალური საპროტესტო მუხტი არსებობდა ამ გამზირს მილიონი ადამიანი ახსოვს, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

„თქვენ ვერ გამოიყვანეთ ხალხი
იმიტომ, რომ თქვენივე ამომრჩევლებისგან ასეთი არაცივილური ფორმით პროტესტის გამოხატვის მხარდაჭერა არ გაქვთ;
იმიტომ, რომ ქუჩის პროტესტი არ არის თქვენი ელექტორატის დაკვეთა;
იმიტომ, რომ არასწორ რამეს ითხოვთ;
იმიტომ, რომ არ ხართ მართლები;
იმიტომ, რომ ხალხს მობეზრდა რუსთაველზე ჯოს-ჯოს ძახილი და მოსმენა;
იმიტომ, რომ პარლამენტში შეგიშვეს და თქვენ ქუჩაში დგახართ;
იმიტომ, რომ მელია არა პოლიტპატიმარი, არამედ ხულიგანი და კრიმინალია;
იმიტომ, რომ იმას ითხოვთ, რაც არ გერგებათ;
P.S. – მორჩით ამ ცირკს და საქმეს მიხედეთ“, – წერს ანდრია გვიდიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...