ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

“დღეს ჩემი კონტრაქტი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან დამთავრდა. 4 წელი გავატარე ეროვნულ გუნდთან. ჩვენ ვიმუშავეთ ბევრი, რათა დაგვემტკიცებინა, რომ შეგვიძლია თანამედროვე ფეხბურთის თამაში. მადლობელი ვარ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის და აღმასრულებელი კომიტეტის, რომ მომცეს ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის შესაძლებლობა. მადლობელი ვარ თითოეული ფეხბურთელის და თითოეული ადამიანის, ვინც დამეხმარა თავისი ჩართულობით.

მადლობა თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის. ერთად ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი გუნდი ყოფილიყო კონკურენტუნარიანი და პროდუქტიული. უკრაინის რწმენით”, – დაწერა ანდრეი შევჩენკო სოციალურ ქსელში გუშინ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ანდრეი შევჩენკოს უკრაინის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე გააღწია, სადაც მასპინძელ ინგლისთან დამარცხდა ანგარიშით 0:4. შევჩენკოს სახელს რამდენიმე თვის წინ “მილანსა” “ჩელსის” უკავშირებდნენ, თუმცა მაშინ შევჩენკომ ეს ნაბიჯი არ გადადგა.

კომენტარები
იტვირთება...