ანდრეი რუდენკო: თბილისში ახალი რუსული კულტურის ცენტრი არ გაიხსნება

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სერგეი ლავროვის მოადგილე ამბობს, რომ კულტურის ცენტრი თბილისში დიდი ხნის წინ მუშაობდა.

“რაიმე ახალი არ გაიხსნება. ასეთი ცენტრები თბილისში დიდი ხნის წინ ამოქმედდა და მუშაობდა მშვიდად ამ ხნის განმავლობაში. ახალი არაფერი გაიხსნება, ამიტომ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა რუდენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად