ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში, რუსი მსახიობი ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია ჩეხოვის სახელობის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, ექიმების ინფორმაციით, გულის მწვავე უკმარისობა იყო.

ქართველი მაყურებელი ანდრეი მიაგკოვს ელდარ რიაზანოვის ფილმებიდან იცნობს. მსახიობმა დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში “ბედის ირონია”, “გარაჟი”, “სამსახურებრივი რომანი”…

2010 წლის შემდეგ მიაგკოვი ფილმებში როლებზე უარს ამბობდა, 2013 წლიდან კი თეატრიც დატოვა და განმარტოვებით ცხოვრობდა მეუღლესთან, ანასტასია ვოზნესევსკაიასთან ერთად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...